“ინდური ვარიანტი“ აჩვენებს, რომ ის 15%-დან 50%-მდე უფრო მეტად გადამდებია”

“ინდური ვარიანტი“ აჩვენებს, რომ ის 15%-დან 50%-მდე უფრო მეტად გადამდებია”

არანაირი მინიშნება, რომ „ინდური ვარიანტი“ იწვევს უფრო მძიმე დაავადებას, ან ხანგრძლივ ავადობას, არ არსებობს. შესაბამისად, ამ მხრივ შეშფოთების საფუძველი არ გვაქვს“, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ინდური შტამი“ „ბრიტანული ვარიანტისგან“ არსებითად არ განსხვავდება. როგორც კულუმბეგოვმა აღნიშნა, ყველას უნდა ჰქონდეს იმედი, რომ ინაქტივირებული ვაქცინები „სინოფარმი“ და „სინოვაკი“ მძიმე დაავადებისგან და სიკვდილისგან ადამიანებს დაიცავს.

„ინდური ვარიანტი“ აჩვენებს, რომ ის 15%-დან 50%-მდე უფრო მეტად გადამდებია, ვიდრე კორონავირუსის საწყისი შტამი. ეს იგივე ფარგალია, რაც „ბრიტანული შტამი“, რომელიც დღეს ჩვენთან დომინანტურია. შესაბამისად, აქ გადაცემის სიხშირის და სისწრაფის თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა.

ჯერჯერობით, არანაირი მინიშნება, რომ „ინდური ვარიანტი“ იწვევს უფრო მძიმე დაავადებას, ან ხანგრძლივ ავადობას, არ არსებობს. შესაბამისად, ამ მხრივ შეშფოთების საფუძველი არ გვაქვს. მოქმედებს თუ არა „ინდურ ვარიანტზე“ თანამედროვე კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინები, ინფორმაციას, რომელსაც დღეს ვფლობთ, მტკიცებითი მედიცინის პოზიციიდან, მხოლოდ „ფაიზერს“ და „ასტრაზენეკას“ ეხება. მათი ეფექტურობა შემცირებულია, მაგრამ ეს ეფექტურობა „ფაიზერისთვის“ შემცირებულია 94%-დან 88%-მდე, „ასტრაზენეკასთვის“ 66%-დან 60%-მდე. რაც შეეხება „სინოფარმსა“ და „სინოვაკს“ , ჯერჯერობით ასეთი კვლევა არ გვაქვს, შესაბამისად, არ ვიცით მტკიცებითი ფორმატით ვამტკიცოთ მოქმედებს, თუ არა.

ერთადერთი ინფორმაცია, რომელიც გვაქვს „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ზუსტი ანალოგი, ვაქცინა აქვს ინდოეთს. ეს არის ვაქცინა, რომელსაც „კოვაქსინი“ ჰქვია. სამედიცინო ლოგიკიდან გამომდინარე, სანამ კვლევები შემოგვესწრება, ყველას უნდა ჰქონდეს იმედი, რომ ინაქტივირებული ვაქცინები „სინოფარმი“ და „სინოვაკი“ მძიმე დაავადებისგან და სიკვდილისგან დაიცავს ადამიანებს“, – აღნიშნავს კულუმბეგოვი.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები