ინაშვილი გახარიას: „ნაცმოძრაობას“ თუ ამთავრებთ, დაამთავრეთ ან მე დამნიშნეთ მთავარ პროკურორად და ნახავთ, როგორ დავამთავრებ

ინაშვილი გახარიას: „ნაცმოძრაობას“ თუ ამთავრებთ, დაამთავრეთ ან მე დამნიშნეთ მთავარ პროკურორად და ნახავთ, როგორ დავამთავრებ

„ბატონო გიორგი, „ნაციონალურ მოძრაობას“ თუ ამთავრებთ, დაამთავრეთ ან მე დამნიშნეთ მთავარ პროკურორად და როგორ დავამთავრებ, ამას ყველა ერთად ნახავს,“ – ამ სიტყვებით „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა, ირმა ინაშვილმა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას პარლამენტში, სხდომაზე მიმართა, სადაც ფრაქციის ფორმატში, მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა მიმდინარეობს.

მისი შეფასებით, ხელისუფლებამ „ნაცმოძრაობასთან“ კოჰაბიტაცია ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ გამოაცხადა.

„ნაციონალურ მოძრაობასთან“ ეს ე.წ. კოჰაბიტაცია თქვენმა ხელისუფლებამ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ გამოაცხადა, რამაც უკან დახია ჩვენი ქვეყანა და რამაც ძალიან გააბრაზა ქართველი ხალხი. ყველაზე მთავარი არის ის, რომ სიტყვების ფორმატში არ უნდა დარჩეს ფრაზები – „მე თქვენ დაგასრულებთ, მე თქვენ დაგასრულებთ“ და ა.შ. ბატონო გიორგი, თუ ამთავრებთ, დაამთავრეთ. დამთავრებას ბევრი ლაპარაკი არ სჭირდება. ან მე გთავაზობთ, ერთი კვირით დამნიშნეთ მთავარ პროკურორად და როგორ დავამთავრებ, როგორ ამოვიღებ დამალულ მტკიცებულებებს და 56 ათას მოწმეს როგორ დავაბრუნებ პროკურატურაში, ჩვენებები რომ აქვთ მიცემული, ამას ყველა ერთად ნახავს. ეს არის ჩემი საჯარო შემოთავაზება და მერე ისევ დავბრუნდები პარტიაში გენერალურ მდივნად,“ – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები