“იმის თქმა, რომ ვიღაცას თითქოსდა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებით ემუქრებიან, არაკომპეტენტურობის მაჩვენებელია”

“იმის თქმა, რომ ვიღაცას თითქოსდა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებით ემუქრებიან, არაკომპეტენტურობის მაჩვენებელია”

მოარული ხმების მიხედვით იმის თქმა, რომ ვიღაცამ განაცხადა, რომ ვიღაცისგან ინფორმაცია მიიღო, რომ ვიღაცას თითქოსდა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებით ემუქრებიან, ეს არაკომპეტენტურობისა და პოლიტიკური ანგაჟირებულობის მაჩვენებელია,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, თუ დღეს ვინმე ცდილობს, რომ არჩევნები ევროპული სტანდარტების მიხედვით ჩატარდეს, ეს მმართველი გუნდია.

„მართალი გითხრათ, ანგარიშს მთლიანად არ გავცნობივარ, მაგრამ მოარული ხმების მიხედვით იმის თქმა, რომ ვიღაცამ განაცხადა, რომ ვიღაცისგან ინფორმაცია მიიღო, რომ ვიღაცას თითქოსდა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებით ემუქრებიან, ეს არაკომპეტენტურობისა და პოლიტიკური ანგაჟირებულობის მაჩვენებელია. გარდა ამისა, თუ დღეს ვინმე ცდილობს და რესურსს ხარჯავს იმისთვის, რომ არჩევნები უმაღლეს დონეზე ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით ჩატარდეს, ეს არის ხელისუფლება და “ქართული ოცნების” გუნდი. აქედან გამომდინარე, თავდასხმები ოპოზიციაზე იქნება თუ ოპოზიციის მხრიდან უმრავლესობის წარმომადგენლებზე და პარტიათა შეჯახება, ისეთ სფეროში, რაც ჯანსაღი დებატების სფეროს არ წარმოადგენს, არის დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის,“– განაცხადა გია ვოლსკიმ.

წინასაარჩევნო პერიოდში, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა, მუქარის 24 შემთხვევა გამოვლიდა. ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნების” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მეოთხე შუალედურ ანგარიშშია აღნიშნული.

ამავე კვლევის მიხედვით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია, პირადი ცხოვრებით შანტაჟის შემთხვევები ქალი პოლიტიკოსების მიმართ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები