“იმედს ვიტოვებ, ეს პროცესი არ დასრულდება ხელშეკრულების შეწყვეტით”

“იმედს ვიტოვებ, ეს პროცესი არ დასრულდება ხელშეკრულების შეწყვეტით”

იმედს ვიტოვებ, ეს პროცესი ხელშეკრულების შეწყვეტით არ დასრულდება. ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაშიც არის აღნიშნული და დასრულდება იმით, რომ სახელმწიფო ინტერესები იქნება გათვალისწინებული, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა „ენკას“ მიერ ნამახვანჰესის პროექტის შესაძლო ჩაშლის შესახებ დასმულ კითხვას.

მისი თქმით, ხელისუფლება ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.

„ეს პროექტი არის მნიშვნელოვანი, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა პროექტში, რომელიც ქვეყანაში უნდა განხორციელდეს, თუ ხორციელდება, მკაფიო ხაზგასმაა იმისა, რომ ქვეყნის ინტერესები უნდა იყოს წამოწეული და ხაზგასმული. აქედან გამომდინარე, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვმოქმედებთ ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. იმედს ვიტოვებ, ეს პროცესი არ დასრულდება ხელშეკრულების შეწყვეტით. ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაშიც არის აღნიშნული და დასრულდება იმით, რომ სახელმწიფო ინტერესები იქნება გათვალისწინებული“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

22 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ კომპანია „ენკა“ საქართველოსთან ხელშეკრულებას წყვეტს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები