“იმედია, მოიძებნება 17 პატრიოტი ადამიანი, რომ ამ ქვეყანაში დავასრულოთ ზიზღი და დაპირისპირება”

“იმედია, მოიძებნება 17 პატრიოტი ადამიანი, რომ ამ ქვეყანაში დავასრულოთ ზიზღი და დაპირისპირება”

იმედია, მოიძებნება 17 პატრიოტი ადამიანი, რომელიც თავის პირად დამოკიდებულებას არჩევნების მიმართ, „ქართული ოცნების“ თუ ხელისუფლების მიმართ დააყენებს მეორე და მესამე ადგილზე და პრიორიტეტს მიანიჭებს შესაძლებლობას, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში დავასრულოთ ორპარტიული ზიზღი და დაპირისპირება, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მისი კოლეგები თუნდაც ერთჯერადად, ამ ცვლილების მხარდასაჭერად შევიდნენ პარლამენტში.

მინდა, გამოვეხმაურო საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას და კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რამდენად მნიშვნელოვანია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს 3%-იანი ან კიდევ ურო დაბალი ბარიერით. კარგად მინდა ეს ესმოდეს ჩემს კოლეგებს, რომლებსაც აქვთ მანდატი და დღეს არ იმყოფებიან პარლამენტში. მთელი ეს პერიოდი ამას ვამბობ და ახლაც ვიმეორებ – იმედია, მოიძებნება 17 პატრიოტი ადამიანი, რომელიც თავის პირად დამოკიდებულებას არჩევნების მიმართ, „ქართული ოცნების“ თუ ხელისუფლების მიმართ დააყენებს მეორე და მესამე რიგში და პირველ რიგში დააყენებს შესაძლებლობას, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში დავასრულოთ ორპარტიული ზიზღი და დაპირისპირება და 2024 წელს მაინც შევქნათ ისეთი გარემო, სადაც მრავალპარტიული და მოქალაქეების ინტერესებზე ორიენტირებული პარტიები იქნებიან წარმოდგენილი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ, გაიაზრონ ამ ცვლილებების მნიშვნელობა და თუნდაც ერთჯერადად, ამ ცვლილების მხარდასაჭერად შემოვიდნენ პარლამენტში. ეს საკითხი გავიტანოთ პოლიტიკური დღის წესრიგის მიღმა“, – განაცხადა იოსელიანმა.

დღეს კრისტიან დანიელსონი მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ სპექტრს გაერთიანებულ ფორმატში შეხვდება.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები