„იმედი მაქვს, რომ მეორე ტურში აქტივობა იქნება მაღალი და როგორც „ქართული ოცნების“, ისე სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერები დააფიქსირებენ მხარდაჭერას”

„იმედი მაქვს, რომ მეორე ტურში აქტივობა იქნება მაღალი და როგორც „ქართული ოცნების“, ისე სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერები დააფიქსირებენ მხარდაჭერას”

„იმედი მაქვს, რომ მეორე ტურში აქტივობა იქნება მაღალი და როგორც „ქართული ოცნების“, ისე სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერები დააფიქსირებენ მხარდაჭერას”,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ზოგიერთი მოქალაქე არჩევნებზე იმის გამო არ მივიდა, რომ ეგონა მისთვის სასურველი კანდიდატი, მისი ხმის დაფიქსირების გარეშეც გაიმარჯვებდა.
„იმედი მაქვს, რომ აქტივობა იქნება მაღალი და როგორც „ქართული ოცნების“, ისე სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერები დააფიქსირებენ მხარდაჭერას. ის ადამიანებიც მოვლენ, რომლებმაც გარკვეული მიზეზების გამო არ მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა. ზოგმა იმის გამო, რომ ეგონათ, მათი მონაწილეობის გარეშეც გაიმარჯვებდა კანდიდატი. ზოგს შეიძლება გული აუცრუვდა ამ პერიოდის განმავლობაში, თუმცა იმედი მაქვს, ახლა ამომრჩეველი დაინახავს, რომ მის ხმას ბევრად მეტი მნიშვნელობა აქვს და აქვს უნარი შეცვალოს ის რეალობა, რომელიც დღეს გვაქვს“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
მინისტრი იმედოვნებს, რომ მეორე ტური აქტიური იქნება და კამპანია უფრო ნაკლებად აგრესიული.
„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მხრიდან ბევრი საქმე არ არის სათანადოდ წარმოჩენილი და გადაფარულია ნეგატიური და ცილისმწამებლური კამპანიით. მეორე ტური იქნება ბევრად აქტიური და ვისურვებდი, კამპანიაც იყოს უფრო პოზიტიური, ნაკლებად აგრესიული. მინდა, ამომრჩეველმა შეაფასოს ის საქმე, რაც გაკეთდა „ქართული ოცნების“ პირობებში და ასევე ის საფრთხე, რაც მისი მეტ-ნაკლები აქტიურობის შედეგად შეიძლება დადგეს“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
დღეს, “ქართული ოცნების” ოფიში პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა უმრავლესობის წევრებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე იმსჯელეს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები