„იმედი მაქვს, რომ ეს ბატონი ასეთივე დაჟინებით შეეცდება საქართველოში გზის გაკაფვას, როგორც უკრაინაში შეეცადა“-პეტრო პოროშენკო

„იმედი მაქვს, რომ ეს ბატონი ასეთივე დაჟინებით შეეცდება საქართველოში გზის გაკაფვას, როგორც უკრაინაში შეეცადა“-პეტრო პოროშენკო

უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განცხადებით, სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლები სწორად მოიქცნენ, როცა გუშინდელი შემთხვევის დროს იარაღი არ გამოიყენეს.

„ჩვენი მესაზღვრეები, რომლებმაც საუკეთესო მხრიდან გამოიჩინეს თავი ანტიტერორისტული ოპერაციის დროს, სწორად მოიქცნენ, რომ იარაღი არ გამოიყენეს, რისი იურიდიული უფლება მათ ჰქონდათ. მათ არ დაუშვეს კონფლიქტის გაღვივება, რაც ამ პოლიტიკანებს სურდათ“, – განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი ამგვარი დაჟინებით შეეცდება საქართველოში შესვლას.

„იმედი მაქვს, რომ ეს ბატონი ასეთივე დაჟინებით შეეცდება საქართველოში გზის გაკაფვას, როგორც უკრაინაში შეეცადა“, – დასძინა მან.

კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები