“იმედი მაქვს, ევროკავშირისა და აშშ-ის წარმომადგენლობები საქართველოში, მკაცრად დაგმობენ მომხდარს”

“იმედი მაქვს, ევროკავშირისა და აშშ-ის წარმომადგენლობები საქართველოში, მკაცრად დაგმობენ მომხდარს”

პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ირაკლი კობახიძისა და ნიკა მელიას შორის მომხდარ დაპირისპირებას პროვოკაციული ქმედებების ნათელ დემონსტრირებად აფასებს და იმედოვნებს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ქმედებებს დასავლელი პარტნიორები მკაცრად დაგმობენ, ამის შესახებ სამხარაძე “ტვიტერზე” წერს.

ეს “ნაციონალური მოძრაობის” პროვოკაციებისა და ძალადობრივი ქმედებების ნათელი დემონსტრირებაა. არ არის გასაკვირი, რომ როდესაც პარტიის ხელმძღვანელი ასე იქცევა, ასევე მოქმედებენ პარტიის სხვა წევრებიც. იმედი მაქვს, ევროკავშირისა და აშშ-ის წარმომადგენლობები საქართველოში, მკაცრად დაგმობენ მომხდარს,” – წერს სამხარაძე.

დღეს ევროკავშირის ოფისთან ნიკა მელია და ირაკლი კობახიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, მოხდა მცირედი შეხლა-შემოხლაც. ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა, რა დროსაც მასთან ნიკა მელია მივიდა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები