იმ სტაბილურობისთვის, პოლიტიკური კულტურისთვის, რაც გარანტიაა, რომ ამ ქვეყანამ იაროს მშვიდი გზით, საჭიროა, ძალიან სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი-ბესელია

იმ სტაბილურობისთვის, პოლიტიკური კულტურისთვის, რაც გარანტიაა, რომ ამ ქვეყანამ იაროს მშვიდი გზით, საჭიროა, ძალიან სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი-ბესელია

იმ სტაბილურობისთვის, პოლიტიკური კულტურისთვის, რაც გარანტიაა, რომ ამ ქვეყანამ იაროს მშვიდი გზით, საჭიროა, ძალიან სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ეკა ბესელიამ აბაშაში მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.
ბესელიას თქმით, ძალიან მაღალი პასუხისმგებლობის მატარებელი, გამოცდილი დიპლომატი, პოლიტიკოსი და მოქალაქე, პატრიოტია სალომე ზურაბიშვილი.
“იმ სტაბილურობისთვის, პოლიტიკური კულტურისთვის, რაც გარანტიაა, რომ ამ ქვეყანამ იაროს მშვიდი გზით და გაძლიერდეს კიდევ უფრო მეტად, დადგეს ფეხზე, საჭიროა გონიერი, ძლიერი, პრინციპული, ქვეყნისთვის მზრუნველი, ძალიან სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი. ეს უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის. სწორედ ძალიან მაღალი პასუხისმგებლობის მატარებელი, გამოცდილი დიპლომატი, პოლიტიკოსი და მოქალაქე, პატრიოტია სალომე ზურაბიშვილი, რომელიც თავის თავში ატარებს ჩვენი ქვეყნის ისტორიას. ჩვენ გვყავს კანდიდატი ქალი, რომელსაც ვუჭერთ მხარს 28 ოქტომბრის არჩევნებზე!”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები