იმ მგზავრებს, რომლებიც რუსეთის ქალაქ ლიპეცკთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას მსუბუქად დაშავდნენ საქართველოში გადმოიყვანენ.

იმ მგზავრებს, რომლებიც რუსეთის ქალაქ ლიპეცკთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას მსუბუქად დაშავდნენ საქართველოში გადმოიყვანენ.

საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს გადაწყვეტილებით, იმ მგზავრებს, რომლებიც რუსეთის ქალაქ ლიპეცკთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას მსუბუქად დაშავდნენ საქართველოში გადმოიყვანენ.

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსეთის ფედერაციის, ლიპეცკის ოლქის, სტანოვლიანკის რ-ის, დასახლებულ პუნქტ იარკინო-ს მიმდებარედ 26 დეკემბერს მაგისტრალზე მოხდა, რომლის დროსაც ამოტრიალდა სამგზავრო ავტობუსი, რომელიც მოსკოვი-თბილისის მიმართულებით მოძრაობდა.

პირველადი მონაცემებით, ავტობუსით 19 პირი მგზავრობდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა 17 მგზავრი, მათგან 7 გადაყვანილია სტაციონარში და საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდებათ. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 პირი დაიღუპა.

მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.
მოქმედებს ცხელი ხაზი. პირველივე შესაძლებლობისთანავე რუსეთში შვეიცარიის საელჩოს საქართველოს სექციის თანამშრომელები შემთხვევის ადგილზე გაემგზავრებიან და დაშავებულებს მოინახულებენ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები