იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთაც „თბილისი მოლში“ მდებარე „კარფურში“ დამზადებული ქათმის სენდვიჩის მიღების შედეგად უკუჩვენება დაუფიქსირდათ, 20 –მდე გაიზარდა.

იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთაც „თბილისი მოლში“ მდებარე „კარფურში“ დამზადებული ქათმის სენდვიჩის მიღების შედეგად უკუჩვენება დაუფიქსირდათ, 20 –მდე გაიზარდა.

იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთაც „თბილისი მოლში“ მდებარე „კარფურში“ დამზადებული ქათმის სენდვიჩის მიღების შედეგად უკუჩვენება დაუფიქსირდათ, 20 –მდე გაიზარდა.

როგორც „კვირასთან“ საუბარში დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი, საკვებისმიერ დაავადებათა სამმართველოს უფროსი ლევან ბაიდოშვილი აცხადებს, ფეკალური სინჯების ბაქტერიოლოგიურმა გამოკვლევამ მიკრობ სალმონელას არსებობა დაადასტურა.

მისი თქმით, პაციენტებს, რომლებიც ამ დროისთვის სტაციონარში რჩებიან, ხვალ შუადღისთვის ბინაზე გაწერენ.
„გუშინ, საღამოს შვიდი საათის მონაცემებით, სენდვიჩების მიღების შედეგად გამოწვეული უკუჩვენება სულ 20 ადამიანს აღენიშნებოდა, მანამდე 16 ადამიანი იყო რეგისტრირებული, ანუ 4–მა გუშინ მიმართა საავადმყოფოს. მათაც, დანარჩენების მსგავსად, აღენიშნებოდათ გულის რევა, მუცლის ტკივილი, ფაღარათის მოვლენები, ჰქონდათ ტემპერატურაც. პაციენტების ნაწილს ჩაუტარდა ფეკალური სინჯების ბაქტერიოლოგიური კვლევა, რამაც მიკრობ სალმონელას არსებობა დაადასტურა. ვინაიდან ყველა მათგანს ერთნაირი კლინიკური ნიშნები ჰქონდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 20 პაციენტს სალმონელოზი აღენიშნებოდა, თუმცა, საკმაოდ მსუბუქი კლინიკური ფორმებია და დღეს საღამოსთვის, მაქსიმუმ ხვალ შუადღისთვის, უკვე გაეწერებიან ის პაციენტებიც, რომლებიც კლინიკაში არიან მოთავსებულები“, – განუცხადა „კვირას“ ლევან ბაიდოშვილმა.
„კვირას“ ინფორმაციით, ამ ეტაპზე სტაციონარში რამდენიმე ადამიანი რჩება, მათ შორის 2 ბავშვია.

შეგახსენებთ, რომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „თბილისი მოლში”, „კარფურში” არსებულ სენდვიჩების განყოფილებას, საწარმოო პროცესი შეუჩერა.
როგორც “კვირას” სურსათის უვნებლობის სააგენტოდან აცნობეს, შემოწმებისას კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა. ამავე ინფორმაციის თანახმად, ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუსაბამობის აღმოფხვრის შემდეგ აღუდგება.
ოფიციალური ინფორმაციით, სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურმა, ბიზნესოპერატორის არაგეგმური ინსპექტირება, რამდენიმე პირის შესაძლო საკვებისმიერი ინტოქსიკაციის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე ჩაატარა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები