ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში imedinews განუცხადეს, რომ მუშა მათ ტერიტორიაზე დაიღუპა, სადაც ეზოს მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობდა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში imedinews განუცხადეს, რომ მუშა მათ ტერიტორიაზე დაიღუპა, სადაც ეზოს მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობდა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში imedinews განუცხადეს, რომ მუშა მათ ტერიტორიაზე დაიღუპა, სადაც ეზოს მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობდა. უნივერსიტეტის A და E კორპუსებში ეზოს კეთილმოწყობისთვის, საკანალიზაციო სისტემების და რეკრეაციული სივრცის მოსაწყობად, სახელმწიფო ტენდერის შედეგად კომპანია „ენ ეს გრუპი“ დაიქირავეს.

imedinews „ენ ეს გრუპის“ დირექტორმა ლევან აბჟანდაძემ განუცხადა, რომ მომხდარზე მედიასთან მოგვიანებით ისაუბრებს.

„ვარკვევთ რა გახდა უბედური შემთხვევის მიზეზი, კომპანია კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს“, – აცხადებს აბჟანდაძე.

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის გალაქტიონ ბუაძის ინფორმაციით, თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი უბედური შემთხვევა სრეაბილირაციო სამუშაოებს არ უკავშირდება.

დღეს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა სამუშაოების დროს მუშა დაიღუპა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები