ილია მეორე: ვიცი, როგორ უჭირს ჩვენს ხალხს, რამდენი განსაცდელითა და ტკივილითაა სავსე წუთისოფელი, მაგრამ მწამს, მრავალი დაბრკოლების მიუხედავად, ჩვენი ერი გოლგოთის გზას ღირსეულად გაივლის

ილია მეორე: ვიცი, როგორ უჭირს ჩვენს ხალხს, რამდენი განსაცდელითა და ტკივილითაა სავსე წუთისოფელი, მაგრამ მწამს, მრავალი დაბრკოლების მიუხედავად, ჩვენი ერი გოლგოთის გზას ღირსეულად გაივლის

სამების საკათედრო ტაძარში დღეს მრევლს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის საშობაო მილოცვა დაურიგდა.

„ქრისტეს მიერ საყვარელო მამანო და დედანო, ძმანო და დანო, უხუცესნო და ყრმანო, უძლურნო და სნეულნო, საპყრობილეში შინა და საავადმყოფოში მყოფნო, ქრისტე იშვა! გიხაროდეთ! მე ვიცი, როგორ უჭირს ჩვენ ხალხს, რამდენი განსაცდელითა და ტკივილითაა სავსე ეს წუთისოფელი, მაგრამ, მწამს ისიც, რომ მიუხედავად მრავალი დაბრკოლებისა, ჩვენი ერი ღირსეულად გაივლის გოლგოთის გზას და უფალთან ერთად აღდგება და გაიხარებს. გულითადად გილოცავთ ქრისტეშობის დღესასწაულს! ღმერთი წყალობისა და მოწყალებისა, ღმერთი სიყვარულისა და მშვიდობისა იყოს თქვენთან! ამინ! სიყვარულით თქვენთვის მლოცველი”,- ნათქვამია მილოცვაში.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები