ილია მეორე კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს გამოეხმაურა.

ილია მეორე კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს გამოეხმაურა.

დაე, ინებოს უფალმა, რომ კაცობრიობამ დაამარცხოს ეს საშინელი სენი – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონის ტაძარში საკვირაო ქადაგებისას აღნიშნა.

ილია მეორე კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს გამოეხმაურა.

“დღეს არის კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე და ინებოს უფალმა, რომ კაცობრიობამ დაამარცხოს ეს საშინელი სენი. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ განკურნოს ჩვენი ბავშვები ჩვენი შვილები ამ საშინელი სენისაგან“, –აღნიშნა ილია მეორემ.

პატრიარქის თქმით, სიხარული და მწუხარება ტყუპი ძმებივით არიან, ერთად დადიან, ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა მწუხარებას მოსდევს სიხარული.

პატრიარქმა აღნიშნა, რომ დღეს არის უძღები შვილის კვირიაკე და უძღები შვილის შესახებ იგავი მოჰყვა, რომელიც, მისი თქმით, წინასწარმეტყველებაც არის.

„დღევანდელ დღეს ეწოდება უძღებია შვილის კვირიათი. უფალმა ბრძანა იგავი, ერთ ადამიანს ყავდა ორი შვილი და უმცროსმა განაცხადა, მამაა მინდა მომცე ჩემი წილი და მე ცალკე ვიყო შენგან, წავიდა, წაიღო თავისი წილი და მეძაობაში და თავისუფალ ცხოვრებაში გააბნია ისენი, ისე გაუჭირდა, რომ ენატრებოდა საჭმელი. იყო მწყემსი ღორების და ღორის საჭმელიც ენატრებოდა, ამ დროს სინანული გაუჩნდა და თქვა თავის გულში “წავალ და ვეტყვი ჩემზე არა ვარ ღირსი მეწოდოს შენი შვილი, მიმიღე როგორც ერთი მუშაკთაგანი, როგორც ერთი მსახური შენი”. როცა უახლოვდებოდა თავის სახლს დაინახა მამა და მამამ დაინახა თავისი შვილი. მამა გაეგება სირბილით თავის შვილს, მოეხვია მას, მან ყველაფერი დაავიწყა ის წყენა, ის მწუხარება, რაც მიაყენა მას შვილმა, მიიღო როგორც ძვირფასი შვილი, მისცა ტანსაცმელი, ეს იგავი წინასწარმეტყველებაც არის, წინასწარმეტყველება იმის შესახებ, რომ კაცობრიობა განუდგება უფალს, მაგრამ ისე გაუჭირდება, რომ დაბრუნდება უკან როგორც უძღები შვილი. უფალი ამბობს, მოვედი ჩემდა ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, რომელნი შრომობთ და ტვირთი მძიმე გაქვთ მხრებზე მოდით ჩემთან, აიღეთ უღელი ჩემი, რამეთუ მშვიდი ვარ და მდაბალ გულითა, უღელი ჩემი მსუბუქ არის და ტვირთი ჩემი მსუბუქ არის, აი ეს მეტყველება იმაზე, რომ მამაზეციერი არასდროს არ ტოვებს კაცობრიობას, მამაზეციერი ფიქრობს ზრუნავს. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს როცა მწუხარება ხშირად თრგუნავს ადამიანს, მაგრამ ადამიანმა არ უნდა დაკარგოს იმედი, ადამინმა უნდა მუდამ იქონიოს იმედი ღვთისა. მაცხოვარი ამბობს, „მე ვარ გზა ჭეშმარიტებისა“ ღმერთმა ინებოს, რომ ყველა ადამიანმა იპოვოს თავისი გზა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ერთადერთი გზა არის ის გზა, რომელსაც მიყავს ადამიანი ღმერთისკენ და ეკლესია არის კარიბჭე სასუფევლისა, ღმერთმა ძალა მოგცეთ და მადლი მოგცეთ, რომ ჰპოვოთ ეს ჭეშმარიტი გზა”, – აღნიშნა ილია მეორემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები