მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. განცხადება ამის შესახებ სააკაშვილმა გუშინ გამართულ აქციაზე გააკეთა:

„ჩვენ აქ მოვედით, რათა ცვლილებები მოვითხოვოთ. როგორც ჩანს, ჩვენი ხმა უკეთე ესმით, როდესაც მაედანზე ვართ. 7 ნოემბერს, თუკი პარლამენტი კანონს არ მიიღებს, აქციაზე გაცილებით მეტი ადამიანი გამოვა. უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენი მოთხოვნები სამართლიანია და გვაქვს მექანიზმები, არსებული ხელისუფლება უკეთესით შევცვალოთ. მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე არა კორუმპირებულმა ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა უნდა გამოიკვლიონ, აქვს თუ არა პრეზიდენტობის კანდიდატებს ხელისუფლებაში მოსვლის კომერციული ინტერესი.

ახალი პრეზიდენტი არ უნდა ჩაერიოს სასამართლოებსა და პროკურატურის საქმიანობაში. პირველი ვალდებულება კი, რაც ახალმა პრეზიდენტმა პოსტის დაკავების შემდეგ საკუთარ თავზე უნდა აიღოს, არის ის, რომ ის პრეზიდენტის ფუნქციებს შეამცირებს და ახლანდელი პრეზიდენტისგან განსხვავებით, კონსტიტუციის ფარგლებში იმოქმედებს,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კატეგორიები: მსოფლიო, პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები