იგეგმება კუს ტბის რეკონსტრუქციული სამუშაოები

იგეგმება კუს ტბის რეკონსტრუქციული სამუშაოები

თბილისის მერია და საკრებულო ვმუშაობთ კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიის მესაკუთრე კომპანიასთან, რათა ერთობლივი თანამშრომლობით შევიმუშაოთ და განვახორციელოთ კუს ტბის რეკონსტრუქციის პროექტი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს თანამედროვე ურბანული პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი მხარე, ხელმისაწვდომობა, ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემოს შექმნა, ასევე ესთეტიკური კრიტერიუმებისა და მხატვრული არქიტექტურის გადაწყვეტები.

მინდა, დავავალო ირაკლი ხმალაძეს, შესაბამის სამსახურებთან და სტრუქტურებთან ერთად დაიწყოს აქტიური მუშაობა პროექტის კონცეფციის შესამუშავებლად“, – განაცხადა კალაძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები