იენს სტოლტენბერგი გიორგი გახარიას – დიდი მადლობა თქვენი პირადი ერთგულებისთვის ალიანსის მიმართ

იენს სტოლტენბერგი გიორგი გახარიას – დიდი მადლობა თქვენი პირადი ერთგულებისთვის ალიანსის მიმართ

დიდი მადლობა ბატონო პრემიერ-მინისტრო ჩამობრძანებისთვის, მადლობა შეხვედრისთვის და მადლობა თქვენი პირადი ერთგულებისთვის ალიანსის მიმართ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარისთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

იენს სტოლტენბერგი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოში დაგეგმილი არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება.

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ არჩევნები საქართველოსი საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარდება, ეს მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოსთვის ასევე ნატოსთვის. დიდი მადლობა ბატონო პრემიერ-მინისტრო ჩამობრძანებისთვის, მადლობა შეხვედრისთვის და მადლობა თქვენი პირადი ერთგულებისთვის ალიანსის მიმართ. საქართველოს პარტნიორობა ყველასთვის, ჩვენთვის უსაფრთხოების გარანტია. დიდი მადლობა ჩვენთვის დიდი პატივია თქვენი მასპინძლობა“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები