იენს სტოლტენბერგი- არასოდეს დავთანხმდებით, რომ რუსეთს მეზობლების კონტროლისა საშუალება ჰქონდეს

იენს სტოლტენბერგი- არასოდეს დავთანხმდებით, რომ რუსეთს მეზობლების კონტროლისა საშუალება ჰქონდეს

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთი თავისი მეზობელი ქვეყნების გაკონტროლებას ცდილობს, რაც მისივე თქმით, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მაგალითზე ჩანს.

„ჩვენ არ დავუბრუნდით ცივ ომს, თუმცა ამავდროულად არ ვცდილობთ რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დადებას, როგორც ეს ცივი ომის დასრულების შემდეგ მოხდა. პრობლემა არის ის, რომ რუსეთმა თავისი გავლენის სფეროების აღდგენა გადაწყვიტა. ის ცდილობს, გააკონტროლოს თავისი მეზობლები, რასაც უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს მაგალითზე ვხედავთ”, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, რუსეთს მეზობლების კონტროლისა და ახალი გავლენის სფეროების შექმნის საშუალება არ უნდა მიეცეს.

„არც NATO, არც მე, რუსეთთან მოსაზღვრე პატარა ქვეყნის მოქალაქე, არასოდეს დავთანხმდებით იმას, რომ ისეთ ძლიერ ქვეყანას, როგორიც რუსეთია, მეზობლების კონტროლისა და გავლენის სფეროების შექმნის საშუალება ჰქონდეს. ამიტომაც ჩვენ უნდა გამოვნახოთ სიმტკიცისა და ძალის დემონსტრირების საშუალება, თუმცა ამავდროულად კონფრონტაცია უნდა ავიცილოთ თავიდან და რუსეთთან გონივრული დიალოგი ვაწარმოოთ, რათა არ დავუშვათ ახალი ცივი ომი და ახალი გამალებული შეიარაღება”, – განაცხადასტოლტენბერგმა. 

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები