იაპონიის, ყატარის და ნიდერლანდების კომერციულმა ბანკებმა „თი-ბი-სი“ ბანკს 25 მილიონი აშშ დოლარის საკრედიტო რესურსი გამოუყო

იაპონიის, ყატარის და ნიდერლანდების კომერციულმა ბანკებმა „თი-ბი-სი“ ბანკს 25 მილიონი აშშ დოლარის საკრედიტო რესურსი გამოუყო

იაპონიის, ყატარის და ნიდერლანდების კომერციულმა ბანკებმა „თი-ბი-სი“ ბანკს 25 მილიონი აშშ დოლარის საკრედიტო რესურსი გამოუყო. მთლიანი თანხა „თი-ბი-სი“ ბანკის კორპორატიული კლიენტების დაფინანსებას მოხმარდება.
“თი-ბი-სი“ ბანკი მრავალი წელია წარმატებით თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებთან. მოზიდული საკრედიტო რესურსი ჩვენს მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს, გაზარდონ თავიანთი ბიზნესაქტივობები სხვადასხვა სექტორში, მათ შორის ექსპორტ-იმპორტის მიმართულებით”, – განაცხადა „თი-ბისი“ ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
აღსანიშნავია, რომ „თი-ბი-სი“ ბანკი პირველი ბანკია საქართველოში, რომელმაც იაპონიის და ყატარის კომერციული ბანკებისგან საკრედიტო რესურსის მოზიდვა შეძლო.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები