იანვრიდან სოციალურად დაუცველი ბავშვები 5-ჯერ მეტ დახმარებას მიიღებენ

იანვრიდან სოციალურად დაუცველი ბავშვები 5-ჯერ მეტ დახმარებას მიიღებენ

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც სოციალურად დაუცველი 16-წლამდე მოზარდები და ოჯახები, სადაც ბავშვები იზრდებიან, მიიღებენ ხუთჯერ მეტ დახმარებას, ჯანდაცვის მინისტრი განმარტავს, რომ დახმარების 50-ლარამდე გაზრდის შედეგად, სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვები 30-ლარიან კვების ვაუჩერს, ხოლო თანხის სახით, 20 ლარს მიიღებენ.
როგორც სერგეენკომ აღნიშნა, საუბარია 100 ათასზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახებზე.
მისივე თქმით, პროექტის განხორციელება დაიწყება პირველი იანვრიდან და მომავალი წლის ბიუჯეტში ამისთვის 70 მილიონი ლარი გამოიყოფა.
“2017 წელს ჩატარდა კვლევა და რომ არ ყოფილიყო 10-ლარიანი დახმარება, რომელიც გავააქტიურეთ 2015 წელს, უკიდურესი სიღარიბე გაიზრდებოდა 6,85%-დან 13,1%-მდე. 10-მა ლარმა შეამცირა სიღარიბის მაჩვენებლის გაორმაგება. ახლა ძალაში შევა 50-ლარიანი დახმარება. გამიჭირდება გითხრათ, რა პროცენტულ ზეგავლენას იქონიებს ეს სიღარიბის შემცირებაზე, მაგრამ 10-მა ლარმა თუ შეამცირა, 50 ლარს უფრო მეტი გავლენა ექნება“,- განაცხადა დავით სერგეენკომ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები