იან კელი- სრულდება ჩემი სამწლიანი საქმიანობა საქართველოში ელჩის რანგში, რაც ძალზედ გულდასაწყვეტია ჩემთვის

“მარტის ბოლოს ვასრულებ 33-წლიან დიპლომატიურ მოღვაწეობას. ეს კი ნიშნავს, რომ ასევე სრულდება ჩემი სამწლიანი საქმიანობა საქართველოში ელჩის რანგში, რაც ძალზედ გულდასაწყვეტია ჩემთვის”,-ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, იან კელიმ რონდელის ფონდისა და საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ორგანიზებულ დისკუსიაზე “შემდეგი ეტაპი აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაში: დემოკრატიის კონსოლიდაცია” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ამიერიდან ის, თავის საქმიანობას, მომავალი თაობის განათლებას და მათთვის პოსტ-საბჭოთა ქვეყნების ისტორიისა და პოლიტიკის სწავლებას მიუძღვნის.
“მარტის ბოლოს ვასრულებ 33-წლიან დიპლომატიურ მოღვაწეობას. ეს კი ნიშნავს, რომ ასევე სრულდება ჩემი სამწლიანი საქმიანობა საქართველოში ელჩის რანგში, რაც ძალზე გულდასაწყვეტია ჩემთვის. აქედან ჩიკაგოში მივემგზავრები და Northwestern University-ში გავუძღვები სალექციო კურსს. ახალ მოვალეობას აპრილიდან შევუდგები, რასაც ენთუზიაზმით ველოდები, თუმცა არ ვიცი, ასე მცირე დრო რატომ გამოვუყავი საკუთარ თავს დასვენებისთვის. ახლა ჩემს დროს მივუძღვნი მომავალი თაობის განათლებას და მათთვის პოსტ-საბჭოთა ქვეყნების ისტორიისა და პოლიტიკის სწავლებას. იმედი მაქვს, მომისმენენ”, – განაცხადა იან კელიმ.
მსგავსი სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს აშშ-ს მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღების ინიციატივასთან დაკავშირებით ოფიცილაური წერილით მიმართა.

“მჯერა, რომ რუსეთთან ერთადერთი გამოსავალი დიპლომატიაა, რომელიც ეროვნულ თანხმობას და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას ეფუძნება”

„არ მგონია, დავით ბაქრაძეს არ ახსოვდეს, 2008 წელს რა რეზოლუციას დაუჭირა მხარი მისმა სახელისუფლებო გუნდმა“ -თალაკვაძე

„სუფთა სამართლებრივი მიზეზი აქვს იმას, რომ ჩვენ რამდენიმე კვირიან ინტერვალში გვიწევს ორჯერ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება – სხვანაირად, შეუძლებელი იყო ამ პროცედურის დაგეგმვა”
