იან კელი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან პოლონეთში გაძევების საკითხს გამოეხმაურა

იან კელი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან პოლონეთში გაძევების საკითხს გამოეხმაურა

საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან პოლონეთში გაძევების საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ისინი ყურადღებით აკვირდებიან მიმდინარე პროცესებს. თუმცა, თუ რა გავლენას მოახდენს აღნიშნული ფაქტი საქართველოზე, იან კელი აცხადებს, რომ მათი პრიორიტეტი საქართველოს განვითარებაა.
“ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე პროცესებს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მიმდინარე პროცესები იყოს სამართლიანი ყველა მოქალაქის მიმართ. რაც შეეხება იმას, თუ რა გავლენას მოახდენს ეს პროცესი საქართველოზე, ბევრჯერ მითქვამს, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს განვითარებას, რომ იგი გახდეს მტკიცე დემოკრატიის ქვეყანა და მან თავისი რესურსები ზუსტად უნდა მიმართოს სტაბილური და წარმატებული მომავლისკენ”, – განაცხადა იან კელიმ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები