იან კელი ოკუპირებულ ტერიტორიაზე არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა

იან კელი ოკუპირებულ ტერიტორიაზე არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, იან კელი ოკუპირებულ ტერიტორიაზე არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ საშინელი ინციდენტის გამო, პასუხისმგებლობის საკითხზე საუბარი გაგრძელდება. მისივე თქმით, ისინი შეძრწუნებულები არიან ამ ფაქტით და იმედოვნებენ, რომ ოჯახს დაუბრუნებენ ცხედარს.
“ეს არის მართლაც საშინელი ტრაგედია ტატუნაშვილის ოჯახისთვის, მეგობრებისა და ნათესავებისთვის. თუმცა, გარდა ამისა, არის შემაძრწუნებელი სიტუაცია იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობამ უნდა იცოდეს რა მოხდა იქ და გარდა ამისა, რა თქმა უნდა, უნდა დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი, რადგან ამ ტიპის ინციდენტი პირველი არ არის. ჩვენ გავაგრძელებთ საუბარს, რომ აუცილებელია დადგეს ამ საშინელი ინციდენტის გამო პასუხისმგებლობის საკითხი. ოკუპანტ ძალას თავისი პასუხისმგებლობა გააჩნია. მე ვერ ვხედავ, რომ ვინმეს აეღო ამ საქმეში რაიმე პასუხისმგებლობა. იმედი მაქვს, რომ ოჯახს დაუბრუნებენ ცხედარს, რაც შეიძლება სწრაფად. ჩვენ ნამდვილად შეძრწუნებულები ვართ ამ ფაქტით”, – განაცხადა იან კელიმ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები