იან კელი: მტკიცედ მჯერა, რომ ოკუპაცია დიდხანს ვერ გასტანს, საქართველო კვლავ გამთლიანდება და იქნება წარმატებული

იან კელი: მტკიცედ მჯერა, რომ ოკუპაცია დიდხანს ვერ გასტანს, საქართველო კვლავ გამთლიანდება და იქნება წარმატებული

მტკიცედ მჯერა, რომ ოკუპაცია დიდხანს ვერ გასტანს, არც ეს მავთულხლართები დარჩება დიდხანს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, იან კელიმ ერგნეთში, ოკუპაციის მუზეუმის დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, მადლიერია იმ ხალხის, ვინც საკუთარი ინიციატივით მოაწყო  მუზეუმი სახლში, რომელიც მავთულხლართებიდან 150 მეტრში მდებარეობს. მისივე თქმით, საქართველო კვლავ გამთლიანდება და თავისუფალი ქვეყანა იქნება.

“ძალიან ამაღელვებელი დღე იყო ჩემთვის. დღე დაიწყო ეკლესიის მონახულებით, რომელიც 1200 წლისაა. ვნახეთ იმ ადამიანების წარწერები, ვინც 12 საუკუნის წინ ცხოვრობდნენ და ლოცვებში მათი სახელების მოხსენიებას გვთხოვდნენ.
მადლიერი ვარ იმ ხალხის, ვინც საკუთარი ინიციატივით მოაწყო ეს მუზეუმი სახლში, რომელიც მავთულხლართებიდან 150 მეტრში მდებარეობს. მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია მომავალმა თაობებმა იცოდნენ, თუ რა არის აგრესიისა და ომის საფასური. მტკიცედ მჯერა, რომ ოკუპაცია დიდხანს ვერ გასტანს, არც ეს მავთულხლართები დარჩება აქ დიდხანს. საქართველო კვლავ გამთლიანდება და იქნება წარმატებული, დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყანა”,-აღნიშნა იან კელიმ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები