იან კელი-ამერიკის შეერთებული შტატების მომავალ ელჩებს შესაძლებლობა ექნებათ საქართველოს უწოდონ არამხოლოდ პარტნიორი, არამედ მოკავშირეც.

იან კელი-ამერიკის შეერთებული შტატების მომავალ ელჩებს შესაძლებლობა ექნებათ საქართველოს უწოდონ არამხოლოდ პარტნიორი, არამედ მოკავშირეც.

აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ საქართველოში მისი სამწლიანი საქმიანობის შეჯამებისას განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მომავალ ელჩებს შესაძლებლობა ექნებათ საქართველოს უწოდონ არამხოლოდ პარტნიორი, არამედ მოკავშირეც.
“როდესაც ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი პენსი აქ იმყოფებოდა 2017 წლის 1-ელ აგვისტოს, მან ოთხი ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა წარმოთქვა: ,,ჩვენ თქვენთან ერთად ვართ“. მისი გამგზავრების შემდეგ ჩემი მოადგილე ელიზაბეთ რუდი და მომდევნო ელჩი გააგრძელებენ ჩვენს მისიას და თქვენი ძალისხმევის მხარდაჭერას. აგრძელებს რა საქართველო ამ კურსით სვლას, ამერიკის შეერთებული შტატების მომავალ ელჩებს ექნებათ შესაძლებლობა საქართველოს უწოდონ არამხოლოდ პარტნიორი, არამედ მოკავშირეც. გზა, რომელსაც მიჰყვებით, რთულია, შეიძლება, გრძელიც აღმოჩნდეს, მაგრამ თქვენ მარტო არ ხართ.
შეიძლება თქვენ დგახართ უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე და არსებობს წინააღმდეგობები ქვეყნის შიგნით და გარეთ, რაც ცდილობს დემოკრატიის შესუსტებას, თუმცა თქვენ გაქვთ სათანადო გარემო თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარებისთვის: ენერგიული სამოქალაქო საზოგადოება, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რეფორმების განხორციელების პოლიტიკური ნება. დემოკრატიისათვის შრომას თქვენ ნაყოფიერ ნიადაგზე ეწევით”,- განაცხადა შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში.
შეგახსენებთ, რომ იან კელი საქართველოში დიპლომატიურ საქმიანობას ასრულებს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები