იაგო ხვიჩია – ჩვენ ვეთანხმებით “ქართული ოცნების“ არგუმენტს

იაგო ხვიჩია – ჩვენ ვეთანხმებით “ქართული ოცნების“ არგუმენტს
0SHARES

დარწმუნებული ვარ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით შესაძლებელია კონსენსუსის მიღწევა, – განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ არგუმენტს თავმჯდომარის დანიშვნასთან დაკავშირებით ეთანხმებიან.

დარწმუნებული ვარ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით შესაძლებელია კონსენსუსის მიღწევა. ჩვენ ვეთანხმებით „ქართული ოცნების“ არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ ნომინალურად თუ ცესკოს თავმჯდომარე, ვინც ასრულებს მოვალეობას არ არის პარტიული სიით დანიშნული მისი მოადგილე, რომელიც საარჩევნო პერიოდში ასევე შეასრულებს ამ ვალდებულებას არ იყოს პარტიული ნიშნით დანიშნული, ამიტომ შევთავაზეთ ასეთი წინადადება ჩვენს კოლეგებს, რომ ოპოზიციის მიერ დანიშნული მოადგილე თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებდეს, როცა თავმჯდომარე არ არის, ოღონდ არა არჩევნების პერიოდში, ხოლო არჩევნების პერიოდში ცესკოს მიერ დანიშნული მოადგილე ასრულებდეს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები