ჰონგ-კონგი იმ ქალაქების სათავეშია, სადაც ყველაზე მეტი მილიონერი ცხოვრობს

ჰონგ-კონგი იმ ქალაქების სათავეშია, სადაც ყველაზე მეტი მილიონერი ცხოვრობს

ჰონგ-კონგი იმ ქალაქების სათავეშია, სადაც ყველაზე მეტი მილიონერი ცხოვრობს. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. 

ანალიტიკოსებმა იმ ქალაქების სია შეადგინეს, რომელშიც ცხოვრობენ ადამიანები, რომელთა ქონებაც 30 მილიონ დოლარს აღემატება. სწორედ ამ სიის სათავეში მოხვდა ჰონგ-კონგი. ამ მეგაპოლისში 10 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, რომელთა შემოსავალიც 30 მილიონ დოლარზე მეტია. მანამდე სიის სათავეში ნიუ-იორკი იყო (8 900 მილიონერით). ახლა ნიუ-იორკი მეორე, ხოლო ტოკიო-6 800 მდიდარი ადამიანით მესამე ადგილზეა.

ათეულში მოხვდნენ აშშ-ის ქალაქები: ლოს-ანჟელესი, ჩიკაგო, სან-ფრანცისკო და ვაშინგტონი/ საფრანგეთის დედაქალაქი მეხუთე ადგილზე (4 000) გავიდა. ლონდონი მეექვსე ადგილს (3 800), ხოლო ოსაკა (2 700) მეათე ადგილს იკავებს.

კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები