ჰავაის შტატის ფედერალურმა მოსამართლემ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საიმიგრაციო ბრძანება, რომლითაც რვა ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყნის ტერიტორიაზე მოგზაურობა ეზღუდებათ, დაბლოკა.
ჰავაის შტატის ფედერალურმა მოსამართლემ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საიმიგრაციო ბრძანება, რომლითაც რვა ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყნის ტერიტორიაზე მოგზაურობა ეზღუდებათ, დაბლოკა.
ბრძანება, რომელიც სექტემბერში გამოიცა, ირანის, იემენის, ლიბიის, სირიის, სომალის, ჩრდილოეთ კორეის, ჩადის მოქალაქეებსა და ვენესუელის კონკრეტული თანამდებობის პირებს ეხებათ.
მოსამართლე დერეკ უოტსნომა განმარტა, რომ მარტში დაბლოკილი ბრძანების მსგავსად, ამაშიც არის კანონდარღვევები. უოტსონის თქმით, ქვეყანაში შესვლის აკრძალვა პოტენციურად რვა ქვეყნის 150 მილიონ მოქალაქეს ეხება და ამერიკის ინტერესებს ეწინააღმდეგება. გადაწყვეტილება მან ჰავაის შტატის მთავრობის საჩივრის საფუძველზე მიიღო.
წინა ორი ბრძანებისგან განსხვავებით, რომლებიც იანვარსა და მარტში გამოიცა, ახალი აკრძალვა განუსაზღვრელი ვადითაა გამოცემული. ტრამპის ადმინისტრაციამ განმარტა, რომ ქვეყნებს, რომლებიც შეზღუდვაში მოხვდნენ, არ სურთ ან არ შეუძლიათ ვიზისთვის საჭირო ინფორმაციის მოწოდება.
პარალელურად, ვაშინგტონის, მასაჩუსეტსის, კალიფორნიის, ორეგონის, ნიუ-იორკისა და მერილენდის შტატები პრეზიდენტის ბრძანების გამო ფედერალურ საოლქო სასამართლოში დაობენ.
თეთრი სახლის პრესმდივნის განცხადებაში ნათქვამია, რომ “ეს შეზღუდვები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ქვეყნებმა უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტები დაიცვან, რომლებიც აშშ-ის საიმიგრაციო სისტემისთვისა და უსაფრთხოებისთვის არის საჭირო”.
მისივე თქმით, დონალდ ტრამპის ქმედება იურიდიულად დასაბუთებულია და იმედოვნებს, რომ სააპელაციო ინსტანციები საბოლოოდ დაუშვებენ ბრძანებას.
მსგავსი სიახლეები

ვერტმფრენი, რომელშიც ლეგენდარული კალათბურთელი, კობი ბრაიანტი და მისი 13 წლის შვილი, ჯანა მარია, იმყოფებოდნენ, სავარაუდოდ, ცუდი ხილვადობის გამო ჩამოვარდა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტვიტერზე მისი პოსტის გამო გააკრიტიკა
