ტანსაცმლის მსოფლიო ბრენდის H&M-ის ვებგვერდზე ქვეყნების ჩამონათვალში საქართველო და პროდუქციის ფასები უკვე დაემატა.
მაღაზიაში სხვადასხვა პროდუქციაზე ფასები 12 ლარიდან 400 ლარამდე იქნება. კერძოდ, როგორც ბრენდის ვებგვერდზეა მითითებული ზაფხულის მაისურებზე ფასები 12 ლარიდან იწყება და 89 ლარის ფარგლებში იქნება. ზამთრის სვიტერების ფასი 20 ლარიდან 180 ლარამდე იქნება; შარვლების ღირებულება 20 ლარიდან 129 ლარამდე მერყეობს; ჯინსის ფასი 29-დან 149 ლარამდე იქნება; ქურთუკები 89 ლარიდან 400 ლარამდე ეღირება; ფეხსაცმელების ფასი დაახლოებით 35-149 ლარის ფარგლებში იქნება..
კატეგორიები:
საზოგადოება
მსგავსი სიახლეები

ლევან იზორიამ, ნორიოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განმარტება გააკეთა.

მოვუწოდებთ მეტროს მემანქანეებს, დაემორჩილონ სასამართლოს გადაწყვეტილებას, ნუ დააყენებენ საკუთარ ინტერესებს მთელი ქალაქის მოსახლეობის ინტერესებზე და კანონზე მაღლა და დაუყონებლივ დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს-კახა კალაძე
