„გვესმის სიტყვები, საფრთხე რეალურია, ეს არის სასოწარკვეთილი ხმა ადამიანისა, რომელმაც აღარ იცის, როგორ მიიტანოს სათქმელი მსმენელამდე, ეს მსმენელი კი არის თითოეულ მოქალაქე, ინსტიტუცია, მათ შორის, ეკლესიაც”

„გვესმის სიტყვები, საფრთხე რეალურია, ეს არის სასოწარკვეთილი ხმა ადამიანისა, რომელმაც აღარ იცის, როგორ მიიტანოს სათქმელი მსმენელამდე, ეს მსმენელი კი არის თითოეულ მოქალაქე, ინსტიტუცია, მათ შორის, ეკლესიაც”

„გვესმის სიტყვები, საფრთხე რეალურია, ეს არის სასოწარკვეთილი ხმა ადამიანისა, რომელმაც აღარ იცის, როგორ მიიტანოს სათქმელი მსმენელამდე, ეს მსმენელი კი არის თითოეულ მოქალაქე, ინსტიტუცია, მათ შორის, ეკლესიაც”, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა განაცხადა.

მეუფე გრიგოლის თქმით, რეალობა ძალიან დამაფიქრებელია.

„მიჭირს პასუხის თქმა, თავი სიზმარში მგონია, მაგრამ ვაი, რომ ეს სიზმარი არ არის. რეალობა ძალიან დამაფიქრებელია. ბატონი პაატა იმნაძის სიტყვებმა 1989 წელი გამახსენა, როდესაც თავისუფლების მოედანზე ჯავშანტექნიკა გრუხუნებდა, შეკრებილი იყო დიდძალი რიცხვი მწვანეფორმიანი ადამიანებისა, რომლებიც ნიჩბებითა და ხელკეტებით იყვნენ მომართულები და ამ დროს მთავრობის სახლის წინ შეკრებილ ხალხს პატრიარქმა მიმართა და უთხრა, რომ საფრთხე რეალურია. აი, ამ სიტყვებით მიმართა, შესაძლოა, სულ რამდენიმე წუთი გვაშორებს ამ საფრთხეს. რაც მოჰყვა ამას, ეს ჩვენ ვიცით. დღეს კვლავ გავიგეთ ეს სიტყვები, ოღონდ – პაატა იმნაძისგან – საფრთხე რეალურია. დღეს უკვე ჩვენ თვალწინ არის ცოცხალი მაგალითები მთელს მსოფლიოში, როცა არის უდიდესი მსხვერპლი, მრავალი ადამიანის სიცოცხლე ბეწვზე კიდია და საფრთხის ქვეშ არიან, მრავალნი კიდევ მათი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან. აი, ამ ფონზე ჩვენ გვესმის – საფრთხე რეალურია, თან გეტყვით, ეს არის სასოწარკვეთილი ხმა ადამიანისა, რომელმაც აღარ იცის, როგორ მიიტანოს სათქმელი მსმენელამდე. ეს მსმენელი, ანუ ამის მიმღები და გამგონი, რა თქმა უნდა, ადრესატი არის თითოეული მოქალაქე, თითოეული ინსტიტუცია, ვინც ამ ხალხზეა პასუხისმგებელი და, რა თქმა უნდა, მათ შორის ეკლესიაც. ამ რეალობას და ამ პასუხისმგებლობას ჩვენ ვერსად წავუვალთ”, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ საფრთხეებზე საქართველოს “პირველი არხის” ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, თუ მომდევნო დღეებში მოწოდებები მკაცრად იქნება დაცული, რჩება შანსი, რომ ცუდი სცენარები არ გამართლდეს.

პაატა იმნაძის განმარტებით, თუ გვინდა, რომ ერი გადარჩეს, ყველა უნდა დარჩეს სახლში, სხვა გამოსავალი არ არის.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები