გვარამია 3 ოპოზიციური პარტიის მიერ გადაცემა „არჩევანის“ სტუდიის დატოვებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს

გვარამია  3 ოპოზიციური პარტიის მიერ გადაცემა „არჩევანის“ სტუდიის დატოვებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი 3 ოპოზიციური პარტიის მიერ გადაცემა „არჩევანის“ სტუდიის დატოვებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. გვარამია აღნიშნავს, რომ „ლეიბორისტულმა პარტიამ“, „გაერთიანებულმა დემოკრატებმა და„პატრიოტთა ალიანსმა“უპატივცემულობა გამოხატეს გადაცემის წამყვანისა და ზოგადად არხის მიმართ, რის გამოც, ამ პარტიების კანდიდატები წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ არც ერთ დებატებში აღარ დაიშვებიან.

 

„დღეს, გადაცემა არჩევანი ყოველგვარი რელევანტური არგუმენტაციის გარეშე, შეთანხმებულად დატოვეს „ლეიბორისტულმა პარტიამ“, „გაერთიანებულმა დემოკრატებმა“ და „პატრიოტთა ალიანსმა“. აღნიშნული ქმედებით, მათ უპატივცემლობა გამოხატეს გადაცემის, მისი წამყვანის, მთელი არხის და სტუდიაში დარჩენილი მათი კოლეგების მიმართ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არხის გადაწყვეტილებით, არც ერთი ზემოაღნიშნული პარტიის კანდიდატი მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ არც ერთ დებატებში აღარ დაიშვება“,-წერს გვარამია.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები