“გვაქვს სრული მზაობა, რომ უფრო წარმატებული წელი გვქონდეს და რაც შეიძლება მეტი უნდა გავუკეთოთ ჩვენს მოსახლეობას”

“გვაქვს სრული მზაობა, რომ უფრო წარმატებული წელი გვქონდეს და რაც შეიძლება მეტი უნდა გავუკეთოთ ჩვენს მოსახლეობას”

მოგეხსენებათ, გასულ წელს ბევრი რამ მოხდა ქვეყანაში. მათ შორის არჩევნები, საკმაოდ დაძაბული პოლიტიკური ვითარება იყო. ამის მიუხედავად, ჩვენ ძალიან წარმატებული წელი გვქონდა. ამიტომ, ყველას გილოცავთ ამ წარმატებას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის წლის პირველ სხდომაზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრებს წარმატებული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ წელს მათ მოსახლეობისთვის კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთონ.

„რა თქმა უნდა, ჩვენ წელს გვაქვს სრული მზაობა, რომ უფრო უკეთესი, წარმატებული წელი გვქონდეს. ამისთვის გვჭირდება უფრო მეტი მუშაობა, უფრო შემართებით, მობილიზებით და რაც შეიძლება მეტი უნდა გავუკეთოთ ჩვენს მოსახლეობას. განსაკუთრებით იმ ნაწილს, ვინც ყველაზე მეტად საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას, თანადგომას. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ მაქსიმალურად უნდა გავამარტივოთ სერვისებზე წვდომა, ბიზნესს უნდა გავუადვილოთ საქმიანობა, ზედმეტი ბარიერები უნდა მოიხსნას ქვეყანაში და მაქსიმალური თანადგომა მოსახლეობას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები