გვაქვს იმედი, რომ მოლაპარაკებები დასრულდება შედეგით, კერძოდ, შეთანხმების ხელმოწერით-ირაკლი კობახიძე

გვაქვს იმედი, რომ მოლაპარაკებები დასრულდება შედეგით, კერძოდ, შეთანხმების ხელმოწერით-ირაკლი კობახიძე

გვაქვს იმედი, რომ მოლაპარაკებები დასრულდება შედეგით, კერძოდ, შეთანხმების ხელმოწერით, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, სავარაუდოდ ხვალ კონსულტაციები გაგრძელდება.

„კონსულტაციები გრძელდება, ამ შემთხვევაშიც სამწუხაროდ, გვიწევს დეტალების გასაჯაროებისგან თავის შეკავება. ხვალ გაგრძელდება სავარაუდოდ კონსულტაციები, ეს არის მიმდინარე პროცესი. კვლავაც ძალაშია პირობა, რომლის მიხედვითაც ჩვენ არ ვასაჯაროვებთ დეტალებს, შესაბამისად გაგვიჭირდება კონკრეტიკაზე საუბარი, თუმცა ყოველი შემდეგი შეხვედრა კონკრეტული მიმართულებებით წინ წაწევას ნიშნავს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი „ქართული ოცნების” ლიდერებს შეხვდა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში კიდევ ერთი დღით დარჩა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს დილიდან განაგრძობს. დღეს ცნობილი გახდა, რომ დანიელსონი საქართველოში შეთანხმების მიღწევამდე დარჩება.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები