“გუშინდელი აქციები ნათელი გამოხატულებაა იმისა, რომ ამ ქვეყანაში ძალადობრივი რევანშის ადგილი არაა”

“გუშინდელი აქციები ნათელი გამოხატულებაა იმისა, რომ ამ ქვეყანაში ძალადობრივი რევანშის ადგილი არაა”

ყველაზე კარგი კვლევა გუშინდელი დღე იყო. ყველაზე ნათელი გამოხატულება იმისა, რომ ამ ქვეყანაში ძალადობრივი რევანშის ადგილი არ არის, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატის, ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წევრის, ვახტანგ შაქარიშვილმა Gallup International-ისა და Edison Research-ის კვლევის შედეგებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოქვეყნდა.
როგორც შაქარიშვილმა აღნიშნა, საფრთხემ, რომელიც დაკავშირებულია ქვეყნის წარსულში დაბრუნებასთან, საზოგადოება გააერთიანა.
„ გუშინ იყო რამდენიმე ცენტრი,თბილისის სხვადასხვა რაიონში სხვადასხვა უბანში ადამიანები გამოვიდნენ ქუჩაში ერთი ამოცანით, რომ კიდევ ერთხელ დაეფიქისრებინათ ძალიან მკაფიო პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ქვეყანაში ძალადობრივი რევანში ვერ განხორციელდება, ამას ვერ განახორციელებს ძალა , რომელიც ხელისუფლებაში იყო 10 წლის განმავლობაში და ქვეყანას ძალადობრვი მეთოდებით მართავდა. საფრთხემ, რომელიც დაკავშირებულია ამ ქვეყნის წარსულში დაბრუნებასთან, გააერთიანა სრულიად საზოგადოება , განწყობებიც ნახეთ გუშინდელ შეკრებებზე: „სილა „ქართული ცონების“ ხელისფუელბას და მუშტი „ნაციონალურ მოძროაბას“ – შეიძლება ასე გავუკეთოთ რეზიუმე არჩევნების პირელი ტურის შედეგებს და იმ მოვლენებს, რაც შემდეგ განვითარდა. არსებობს რეალური კითხვები, პრეტენზიები ხელისუფლებასთან მიმართებაში და არსებობს მკაფიო პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ხალხი არ დაუშვებს ამ ქვეყნის არევას, სტაბილურობის ლიანდაგიდან გადახვევას.
საზოგადოება არ დარჩება პასიური არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, ისეთ ენერგიად არის ქცეული საზოგადოებრივი მუხტი, გაგრძელდება საზოგადოების კონტროლი ხელისუფლებაზე. ჩვენ კარგად ვიცით, კარგად ვნახეთ, რომ „ნაციონალური მოძროაბა“ არ არის ხელისუფლების ოპოზიცია , ის არის ქვეყნის ოპოზიცია. ნახეთ, რა განცხადებები კეთდება ევროპარლამენტში მათი მხრიდან, რაზე მუშაობენ, რა ტყუილში აცხოვრებენ ჩვენს მოსახლეობას, ვნახეთ, გიორგი კანდელაკი, რომელიც დარბოდა ევროპარლამენტში და დეპუტატებს ეხვეწებოდა, რომ მათ არ დაეჭირათ მხარი ჩვენი ქვეყნისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებისთვის“- განაცხადა შაქრიშვილმა.
ცნობისთვის, თავისუფლების მოედანზე გუშინ „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ ორგანიზებული აქცია „არა ნაციზმს“ გაიმართა.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მოქალაქეებმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე მხარი უნდა დაუჭირონ „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს და უარი უთხრან „ძალა ერთობაშიას“ კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს.
რაც შეეხება კვლევებს: საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დღეს რომ ტარდებოდეს, პრეზიდენტობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას? – ტელეკომპანია „იმედმა“ წინასაარჩევნო განწყობების შესახებ კვლევა Gallup International-ს დაუკვეთა, საველე სამუშაოები კი კომპანია „ეი-სი-თიმ“ ჩაატარა.
ხმები ალოკაციის შედეგად ასე განაწილდა: სალომე ზურაბიშვილი – 52%, გრიგოლ ვაშაძე – 48%.
Edison research-ის ბოლო კვლევით, რომელიც „რუსთავი 2-მა“ დაუკევთა, შედეგები ასეთია: გრიგოლ ვაშაძე – 52%, სალომე ზურაბიშვილი – 48%.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები