გუშინ ვნახეთ ოპოზიციის „დიდი აქცია” – ყველაფერი, რაც გუშინ ხდებოდა, კომიკური და არასერიოზული იყო – ირაკლი კობახიძე

გუშინ ვნახეთ ოპოზიციის „დიდი აქცია” – ყველაფერი, რაც გუშინ ხდებოდა, კომიკური და არასერიოზული იყო – ირაკლი კობახიძე

ყველაფერი, რაც გუშინ ხდებოდა, კომიკური და არასერიოზული იყო, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე და ოპოზიციის ინიციატივებზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ გუშინ ვნახეთ მათი “დიდი აქცია”. გუშინდელ აქციაზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მათ არავითარი რესურსი არ აქვთ რაიმე დესტაბილიზაცია შექმნან ჩვენ ქვეყანაში. ყველაფერი, რაც გუშინ ხდებოდა, კომიკურიდა არასერიოზული იყო. მათ შორის, ის ინიციატივები, რომელიც მათი მხრიდან გაჟღერდა. საქართველოში დესტაბილიზაციას არანაირი პერსპექტივა არ აქვს. ჩვენ ვართ იმაზე პასუხისმგებელი, რომ გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება”, – განაცხადა კობახიძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები