გუშინ ტრაგიკულად დაღუპულ მოზარდს, 14 წლის ასლან მამედოვს დღეს დაკრძალავენ.

გუშინ ტრაგიკულად დაღუპულ მოზარდს, 14 წლის ასლან მამედოვს დღეს დაკრძალავენ.

გუშინ ტრაგიკულად დაღუპულ მოზარდს, 14 წლის ასლან მამედოვს დღეს დაკრძალავენ.
ამ წუთებში, გარდაცვლილს თბილისიდან ბოლნისის რაიონში მიასვენებენ.
მოზარდის ცხედარს გუშინ საღამოს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა. ექსპერტიზის შემდეგ ის თბილისში საკუთარ სახლში გადაასვენეს. ასლან მამედოვს ძმა და მშობლები დარჩა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ნაშუადღევს, თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე მომხდარ უბედურ შემთხვევას 14 წლის მოსწავლე ემსხვერპლა. “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” შენობიდან მოზრდილი შუშა ჩამოვარდა, რომელიც 6 მოზარდს დაეცა. მათგან ერთის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ხუთი დაშავებულის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები