გუშინ ჭონქაძის ქუჩაზე მდებარე თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის ყოფილ შენობას ცეცხი გაუჩნდა

გუშინ ჭონქაძის ქუჩაზე მდებარე თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის ყოფილ შენობას ცეცხი გაუჩნდა

გუშინ ჭონქაძის ქუჩაზე მდებარე თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის ყოფილ შენობას ცეცხი გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო 8 სახანძრო ბრიგადა და 40-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი. შენობაში ხანძრის დროს არავინ იმყოფებოდა. ხანძრის ლიკვიდირება გვიან ღამით მოხერხდა.შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილის დავით გელაშვილის თქმით, ხანძრის გაჩენის მიზეზს და ფართობს შესაბამისი ორგანოები დაადგენენ.

გასული წლის ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით, ნაგებობა ეკონომიკის სამინისტრომ 2017 წელს გაყიდა. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში შპს „ასტორიამ“ გაიმარჯვა და აუქციონის პირობების მიხედვით, არანაკლებ 80 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა და სულ მცირე 10 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება უნდა უზრუნველყოს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები