გუშინ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული ბადურ ჩოფანაშვილის ადვოკატი დალი ბარბაქაძე მოდულის შენობაში მივიდა

გუშინ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული ბადურ ჩოფანაშვილის ადვოკატი დალი ბარბაქაძე მოდულის შენობაში მივიდა

გუშინ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული ბადურ ჩოფანაშვილის ადვოკატი დალი ბარბაქაძე მოდულის შენობაში მივიდა. ადვოკატის თქმით, დღეს ბრალდების მხარე მას იმ მტკიცებულებებს გადასცემს, რომლის წარდგენაც სასამართლოშია დაგეგმილი.

ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფსაც შეხვდება, რომელიც აჰმედ ჩატაევთან ნაცნობობას კატეგორიულად უარყოფს.

“გამომძიებელი დამიკავშირდა. დღეს სავარაუდოდ მას ბრალს წაუყენებენ, ასევე გადმომცემენ იმ შესაძლო მტკიცებულებებს, რომლის წარდგენსაც აპირებენ სასამართლოში. გავეცნობით საქმის მასალებს, კვალიფიკაციას, რას ედავებიან და შემდეგ მოგახსენებთ პოზიციას. მე ბრალდება ოფიციალურად არ მაქვს, მაგრამ რაც საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს, გადავეცი მას. ის კატეგორიულად უარყოფს ჩატაევთან ნაცნობობას, რაიმე კავშირს მასთან და საერთოდ წარმოუდგენელია მისთვის ასეთი ბრალის წარდგენა”, – თქვა დალი ბარბაქაძემ.

პანკისში სპეცოპერაციის დროს დაკავებულ ერთ-ერთ პირს ბრალს დღეს წარუდგენენ.

პანკისსა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სუსმა 5 პირი დააკავა, რომლებიც აჰმედ ჩატაევის მოკავშირეები იყვნენ, ისინი დაეხმარნენ ჩატაევს საქართველოს საზღვარზე გადმოსვლასა და თბილისში ბინის ქირაობაში, სადაც 21-22 ნოემბერს სპეცოპერაცია ჩატარდა.

სუსის ცნობით, დღეს დაკავებული პირები 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს მოკლულ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმები საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსზე. 

აჰმედ ჩატაევმა, თბილისში, 22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს, თავი აიფეთქა. ეს ფაქტი, დამნაშავეთა ცხედრების ექსპერტიზის შემდეგ, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურშიდაადასტურეს. 

ასევე, ცნობილია ვინ დააკავეს და ვინ მოკლეს გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები