გურჯაანის რაიონის სოფელ მელაანთან ერთმანეთს ოთხი ავტომანქანა შეეჯახა

გურჯაანის რაიონის სოფელ მელაანთან ერთმანეთს ოთხი ავტომანქანა შეეჯახა

გურჯაანის რაიონის სოფელ მელაანთან ერთმანეთს ოთხი ავტომანქანა შეეჯახა. შეჯახების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაშავებულთაგან ერთი – 15 წლის ბავშვი სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადამ გურჯაანის კლინიკაში გადაიყვანა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და საპატრულო პოლიცია მუშაობს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტით მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები