გურჯაანის ფესტივალში მონაწილეობა სხვადასხვა ასაკის 200-მდე ახალგაზრდამ მიიღო.

გურჯაანის ფესტივალში მონაწილეობა სხვადასხვა ასაკის 200-მდე ახალგაზრდამ მიიღო.

გურჯაანმა ფერების ფესტივალს უმასპინძლა. ღონისძიება ქალაქის ცენტრში ელექტრონული მუსიკის ფონზე მიმდინარეობდა. ფესტივალში მონაწილეობა სხვადასხვა ასაკის 200-მდე ახალგაზრდამ მიიღო.

ორგანიზატორების განცხადებით, ეს ფესტივალი სანახაობრივია და მოსახლეობაში დადებით ემოციას იწვევს.

რაიონის გამგეობაში აცხადებენ, რომ ფერების ფესტივალის ჩატარება ახალგაზრდების სურვილი იყო და მისი ორგანიზებისათვის ბიუჯეტიდან 1500 ლარი გამოიყო.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები