გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში მომხდარი სასტიკი მკვლელობის დროს მეუღლის მიერ დაჭრილი ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში მომხდარი სასტიკი მკვლელობის დროს მეუღლის მიერ დაჭრილი ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში მომხდარი სასტიკი მკვლელობის დროს მეუღლის მიერ დაჭრილი ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ის გურჯაანის “ჯეო ჰოსპიტალის” საავადმყოფიშია მოთავსებული. მას მუცლის ღრუს არეში გადაუდებელი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და მედიკოსების თქმით, ამ ეტაპზე მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„პაციენტს ჰქონდა მრავლობითი შემავალი ჭრილობა და მუცლის ღრუს ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა. გადაყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში და მართვით სუნთქვაზე იმყოფება“, – განაცხადა საავადმყოფოს ექიმმა, რამაზ თევზაძემ.

ამავე საავადმყოფოშია მოთავსებული ბრალდებული, 24 წლის ივანე ნოზაძეც, რიმელსაც ექიმების თქმით, თვითდაზიანებები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.

შეგახსენებთ, მკვლელობა სოფელ ვეჯინში რამდენიმე საათის წინ მოხდა. მამამ 3 თვის ჩვილი მოკლა, ცოლი კი ცივი იარაღით მრავალჯერ დაჭრა.

მომხდარზე შს სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის მე-11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები