გურჯაანის 1-ელ საჯარო სკოლაში 79 წლის მასწავლებელი გარდაიცვალა

გურჯაანის 1-ელ საჯარო სკოლაში 79 წლის მასწავლებელი გარდაიცვალა

გურჯაანის 1-ელ საჯარო სკოლაში 79 წლის მასწავლებელი გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. როგორც „რეგინფოს“ სკოლაში უთხრეს, დაწყებითი კლასის დამრიგებელი შეუძლოდ სასწავლო პროცესის დაწყებამდე გახდა.

„დილით სკოლაში ჩვეულებივ მოვიდა. სამასწავლებლო ოთახში იყო და საუბრობდა, როდესაც ცუდად გახდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარება გამოვიძახეთ, თუმცა მის მოსვლამდე გარდაიცვალა. მიზეზი სავარაუდოდ გულის პრობლემაა. იზა ბეჟაშვილი ჩვენი ღვაწლმოსილი პედაგოგი იყო, სკოლაში დაახლოებით 40 წელი მუშაობდა“, – ამბობს სკოლის დირექტორი ლელა ჯადუგიშვილი.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები