გურამ თუშიშვილმა ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პირველ შეხვედრაში რუმინელი დანიელ ნატეა დაამარცხა

გურამ თუშიშვილმა ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პირველ შეხვედრაში რუმინელი დანიელ ნატეა დაამარცხა

გურამ თუშიშვილმა ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პირველ შეხვედრაში რუმინელი დანიელ ნატეა დაამარცხა. ინფორმაციას ძიუდოს ფედერაცია ავრცელებს.

მეორე ორთაბრძოლაში ქართველი ფალავანი უკრაინელ იაკივ ხამოს შეხვდა და ბრძოლის დაწყებიდან 32 წამში მეტოქეს ეფექტური ილეთი შეუსრულა. მსაჯებმა თავიდან იპონი ჩათვალეს, თუმცა გადახედვის შემდეგ მხოლოდ ვაზაარად შეაფასეს.

ხამომ თუშიშვილის რამდენიმე მცდელობა მოიგერია, მაგრამ ქართველმა სპორტსმენმა ბრძოლის დასრულებამდე წუთითა და ცხრამეტი წამით ადრე, მაინც მოახერხა მეტოქის იპონით დამარცხება.

მეოთხედფინალში გურამი ჰოლანდიელ როი მაიერს დაუპირისპირდება.

კატეგორიები: სპორტი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები