გურამ დოჩანაშვილს 6 აპრილს დაკრძალავენ

გურამ დოჩანაშვილს 6 აპრილს დაკრძალავენ

ქართველ მწერალს გურამ დოჩანაშვილს 6 აპრილს დაკრძალავენ. როგორც არქიმანდრიტმა იოანემ (მჭედლიშვილი) მედიას განუცხადა, გურამ დოჩანაშვილის ცხედარს სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება.

თუ სად დაკრძალავენ მწერალს, ამ დროისთვის უცნობია.

“ყველას ვუსამძიმრებ გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალებას. დღეს 3:00 საათიდან 4:00 საათადე მოასვენებენ ბატონ გურამს და სამშაბათს, 6 აპრილს გასვენება იქნება. დეტალურად, თუ სად დაიკრძალება, დღის ბოლოს გაირკვევა. ბატონი გურამი ყველა ადამიანისთვის იყო უახლოესი არა მარტო, როგორც მწერალი, არამედ ძალიან დიდი პიროვნება მისი სიკეთით, ქრისტიანული მორალით, მისი მსოფლმხედველობით. უდიდესი დანაკლისია, მაგრამ ბატონი გურამი უკვდავია და მისი ნაწარმოებები, შემოქმედება საუკუნეებს აუცილებლად გაუძლებს”, – განაცხადა არქიმანდრიტმა იოანემ (მჭედლიშვილი).

გურამ დოჩანაშვილი 3 აპრილს გარდაიცვალა. ის „ნიუჰოსპიტალსში“, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები