გუგეშაშვილს მეგობრები ხვალ შეატყობინებენ შვილის გარდაცვალების ამბავს

გუგეშაშვილს მეგობრები ხვალ შეატყობინებენ შვილის გარდაცვალების ამბავს

დოდო გუგეშაშვილის მეგობრის, სამსონ ბრეგვაძის ინფორმაციით, გუგეშაშვილს მეგობრები ხვალ შეატყობინებენ შვილის გარდაცვალების ამბავს. ხოლო რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ბრეგვაძის თქმით, დოდო გუგეშაშვილს რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში დღეს არ გადაიყვანენ.
„ხვალ ვაპირებთ, რომ შევატყობინოთ შვილის გარდაცვალების შესახებ. დაკრძალვა ხუთშაბათს არის დანიშნული და აუცილებლად უნდა დაიტიროს თავისი შვილი.
მას პალატაში არ გადაიყვანენ. პალატაში გადაყვანა არ გვინდა, რადგან მეტი მნახველი გამოჩნდება. გვირჩევნია წყნარად იყოს“, – განაცხადა სამსონ ბრეგვაძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები