„გუდიაშვილის მოედნის მიმდებარე ტერიტორია სრულად მოწესრიგდება და ის, როგორც ადგილობრევებისთვის, ასევე ტურისტებისთვის ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილი იქნება “-კახა კალაძე

„გუდიაშვილის მოედნის მიმდებარე ტერიტორია სრულად მოწესრიგდება და ის, როგორც ადგილობრევებისთვის, ასევე ტურისტებისთვის ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილი იქნება “-კახა კალაძე

„გუდიაშვილის მოედნის მიმდებარე ტერიტორია სრულად მოწესრიგდება და ის, როგორც ადგილობრევებისთვის, ასევე ტურისტებისთვის ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილი იქნება “ – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
თბილისის მერმა კახა კალაძემ გუდიაშვილის მოედნის მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერა, სადაც ისტორიული შენობების სარეაბილიტაციოდ მოსამზადებელი სამუშაოები იწყება.
კალაძის თქმით, მომდევნო წლების განმავლობაში, თბილისის მერია ძველი თბილისის ისტორიული ნაგებობების სარეაბილიტაციოდ დაახლოებით, 500 მილიონ ლარს დახარჯავს.
“მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. ვაპირებთ გუდიაშვილის მოედნის და მიმდებარე ტერიტორიების მოწესრიგებას და რეაბილიტაციას. ჩვენს დედაქალაქში ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი თავისი ისტორიული შენობა-ნაგებობებით, რომელიც რეაბილიტირებული, მოწესრიგებული და კეთილმოწყობილი იქნება. ასევე იქნება ყველანაირი ინფრასტრუქტურა და გარემო.ზოგადად, არამხოლოდ ტურისტებისთვის, არამედ დედაქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვისაც ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება.ყოველთვის ვამბობ და გავიმეორებ, რომ რასაც აქ ვხედავთ, არის ის სიმდიდრე, რომელიც თბილისს გააჩნია და შესაბამისად, ამ ყველაფერს მოვლა-პატრონობა სჭირდება. ჩვენ, ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დავაანონსეთ ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში სარეაბილიტაციო სამუშოებისთვის დაახლოებით 500 მლნ ლარის დახარჯვას ვაპირებთ “, – განაცხადა კალაძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები