გუდაური-კობის მონაკვეთზე ტრაილერების გადაადგილება აკრძალულია

გუდაური-კობის მონაკვეთზე ტრაილერების გადაადგილება აკრძალულია

თოვლისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, – ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მლეთა-გუდაურის და გუდაური–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობას საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები