“გთხოვთ ჟურნალისტებს, რომლებსაც იქ ალყა გაქვთ შემორტყმული ყიზილბაშებივით, ეს დიდი სტრესია ბავშვებისთვის”

“გთხოვთ ჟურნალისტებს, რომლებსაც იქ ალყა გაქვთ შემორტყმული ყიზილბაშებივით, ეს დიდი სტრესია ბავშვებისთვის”

ვცდილობთ, ბავშვების საუკეთესო ინტერესები გავითვალისწინოთ და დროზე დავასრულოთ ეს დაძაბულობა. ის აღარც არის დაძაბული, თუ ჟურნალისტები აღარ დაძაბავთ, – ამის შესახებ, სახალხო დამცველთან შეხვედრის შემდეგ, მეუფე იაკობმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

ჩვენ გვქონდა ძალიან გულითადი საუბარი. მიმოვიხილეთ ის პრობლემები, რაზეც იყო საუბარი და ზოგადი სიტუაცია. შევთანხმდით, რომ სახალხო დამცველი და მე შემდეგი კვირის ბოლოს ერთად ჩავალთ პანსიონში და ვნახავთ სიტუაციას. გთხოვთ ჟურნალისტებს, რომლებსაც იქ ალყა გაქვთ შემორტყმული ყიზილბაშებივით, ეს დიდი სტრესია ბავშვებისთვის. ჩვენ არ გვქონია ერთმანეთთან პრეტენზიები, სიტუაცია სწრაფად აგორდა და აქ მტყუან-მართალზე საუბარი არ ყოფილა. ვცდილობთ, ბავშვების საუკეთესო ინტერესები გავითვალისწინოთ და დროზე დავამთავროთ ეს დაძაბულობა. ის აღარც არის დაძაბული, თუ ჟურნალისტები აღარ დაძაბავთ. ბავშვები გეუბნებიან, წადითო, რატომ არ მიდიხართ?“ – განაცხადა მეუფე იაკობმა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები