გრიპის ვირუსი გავრცელებულია არამხოლოდ საქართველოში, არამედ მრავალ სხვა ქვეყანაში.

გრიპის ვირუსი გავრცელებულია არამხოლოდ საქართველოში, არამედ მრავალ სხვა ქვეყანაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მარიან ივანუშას თქმით, გრიპის ვირუსი გავრცელებულია არამხოლოდ საქართველოში, არამედ მრავალ სხვა ქვეყანაში.
ეს არის ჩვეულებრივი ვირუსის ცირკულაცია და გრიპის პრევენციისთვის ვაქცინაცია საუკეთესო საშუალებაა.
“ეს არის ჩვეულებრივი ვირუსის ცირკულაცია, ის გავრცელებულია არამხოლოდ საქართველოში, არამედ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, ევროკავშირის ქვეყნებში, აზიაში და მათ შორის, საქართველოს მეზობელ ქვეყნებშიც. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ყოველთვის გასცემს რეკომენდაციებს სხვადსხვა ქვეყნისთვის. ვაქცინაცია არის საუკეთესო საშუალება გრიპის პრევენციისთვის. გადაჭრით ვერ გეტყვით, რომ ვაქცინაცია ახლა დაგვიანებულია, თუმცა შეიძლება მან არ იმოქმედოს რადგან მის ამოქმედებას დაახლოებით ორი კვირა მაინც სჭირდება. ვაქცინაციისთვის იდეალური პერიოდი არის გვიანი შემოდგომა, სექტემბერი და ოქტომბერი”, – განაცხადა მარიან ივანუშამ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები