გრიპის რომელი შტამებია გავრცელებული საქართველოში და რომლის შემთხვევაში რა ვაქცინაა ეფექტური

გრიპის რომელი შტამებია გავრცელებული საქართველოში და რომლის შემთხვევაში რა ვაქცინაა ეფექტური

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული რეკომენდაციების მიხედვით, გრიპის პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებად გრიპის საწინააღმდეგო ვაქციანაცია მიიჩნევა.

საქართველოში დარეგისტრირებულია როგორც სამ, ასევე ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინები, რომლებიც დღეს დეფიციტურია – სააფთიაქო ქსელები და კლინიკები კი მარაგის შევსებას ნოემბრიდან ელიან.

3-კომპონენტიან ვაქცინაში შედის 2 ტიპის ინფლუენზა: A ვირუსი და 1 ტიპის ინფლუენზა B ვირუსი.

ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განმარტებით, A – ყველაზე საშიში, რთული გრიპი H1N1 – „ღორის გრიპია“. აქვე შედის მეორე სახეობაც – H3N2. ამ A გრიპის ორივე სახეობა 4-კომპონენტიან ვაქცინაშიც შედის. 3-კომპონენტიან ვაქცინაში B გრიპის მხოლოდ ერთი შტამი, ვოშინგტონის შტამი შედის. 4-კომპონენტიანში კი B-გრიპის ვოშინგტონიანი შტამი და ტაილანდური მოცირკულირე შტამი შედის.

კულუმგებოვის განმარტებით, „ჩვენს, ჩრდილოეთ ნახევარფეროში მოსახლე ხალხისთვის, ორივე ვაქცინის გაკეთება ნებადართულია. არავითარი ნაკლოვანება არც 3-იან და არც 4-იან კომპონენტს არ გააჩნია“.

ნებისმიერი ვაქცინის ხელმისაწვდომობის შემთხვევაში, ექიმები ორივე ვაქცინას უწევენ რეკომენდაციას.

3- კომპონენტიანი ვაქცინა თავისი ბუნებით არის სუბ-ერთეულოვანი, (ვირუსის პატარა ბურთულები), ანუ უფრო მაღალტექნოლოგირი, დახვეწილი და დამზადების თვალსაზრისით უფრო პროგრესულია. შესაბამისად, მას გვერდითი მოვლენები – ტემპერატურა და ტკივილები ნაკლები აქვს.

რაც შეეხება 4-კომპონენტიანს, ეს არის ე.წ დახლეჩილი ვირუსი. ითვლება უხეშ ვაქცინად და ტოვებს კარგ იმუნიტეტს, თუმცა შესაძლოა, გვერდითი მოვლენები მეტი ჰქონდეს.

„ორივე სრულფასოვანია, ორივე ტოვებს იმუნიტეტეს და მთავარი, ყველაზე საშიში „ღორის გრიპი“ ორივეში შედის“, – ამბობს იმუნოლოგი

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები